|
|
||||||
|
ვინ ვართ ჩვენ _ www.pres-cavcasia.ge? pres-cavcasia.ge სხვა ინტერნეტ-გამოცემებისგან გამორჩეული იქნება იმით, რომ იგი არა მარტო თავისი ფურცლებიდან ისაუბრებს საქართველოსა სრულიად კავკასიის ევროინტეგრაციაზე და ობიექტურად ასახავს ყოველივე რეალობას, ამავდროულად, თავის რედაქციასთან დააფუძნებს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი აზრის დარბაზს, რომელსაც უხელმძღვანელებენ ცნობილი ადამიანები და, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ. დასწრება თავისუფალი იქნება. pres-cavcasia.ge გამოაქვეყნებს ამ თავისუფალი შეხვედრის სტენოგრამას. pres-cavcasia.ge-ზე გამოქვეყნდება ცნობილი ადამიანების, მეცნიერების, ისტორიკოსების, ეკონომისტების და ა. შ. ანალიზი კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. …
საქართველო და სრულიად კავკასია დღეს იქცა განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების ინტერესთა დაჯახების ადგილად. ჩვენი ჟურნალის მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის დარღვევა და ის, რომ ხელი შეუწყოს იმას, რომ აღნიშნული და საერთოდ, კავკასიის ქვეყნები გახდეს სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების ინტერესთა თანხვედრის ქვეყანა.
დღეს მეტად აქტუალურ თემად ისახება, ვიმეორებ, ევროინტეგრაცია, აგრეთვე, ენერგეტიკული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის (ამ პროექტების ეკონომიკური მნიშვნელობა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები); ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალი; დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობაში, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა;
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, გლობალიზაციის საკითხები; ინტერნეტი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
თანამედროვე საშუალებები, განსაკუთრებით ინტერნეტი (ადამიანური უფლებებიდან დაწყებული) გამოყენებულ იქნება გლობალიზაციის დიდ პროცესში, რაც ქართული და საერთოდ სრულიად კავკასიელთა ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ასევე, pres-cavcasia.ge იბრძოლებს რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბებისთვის და არა უბრალოდ მოჩვენებითი დემოკრატიულობის ასაღორძინებლად. იგი რეგულარულად გააშუქებს განათლების, ჯანდაცვის, მოზარდთა ცხოვრების პრობლემებს და კავკასიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს; მათ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, მათ ისტორიას, მათ სარწმუნოებას...
ჟურნალი pres-cavcasia.ge ჩაატარებს სხვადასხვა სახის კონკურსებს, ძირითადად შემოქმედებითს, სავარაუდო სახელწოდებით "გულახდილი საუბრები", სადაც მრგვალ მაგიდას ერთდროულად შემოუსხდებიან მწერლები, საერთოდ შემოქმედი ადამიანები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ა.შ.
pres-cavcasia.ge გააშუქებს კვირის განმავლობაში კავკასიასა და უცხოეთში მომხდარ მთავარ ამბებს. ამასთან, იმუშავებს საკმაოდ გლობალურ თემებზე, რომლითაც დაკავებულია დღევანდელი მსოფლიო. ჟურნალი ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკის, სპორტის, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კულტურის სიახლეებზე. ძირითადი ყურადღება დაეთმობა მიმდინარე, მომხდარი და მოსალოდნელი მოვლენების სრულყოფილ, გაწონასწორებულ, მრავალგანზომილებიან ანალიზს; ორი ან მეტი პერსპექტივიდან საკითხთა გაშუქებას. ჟურნალის გვერდები დაეთმობა ანალიტიკურ მასალებს, პუბლიკაციებს, რომელსაც გაუძღვებიან კომპეტენტური პირები, პროფესიონალები.
გამორჩეული თემები ჟურნალში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სოციოლოგიას _ ჩატარდება ინტერ-აქტივი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ჟურნალი გამორჩეულ თემებად თვლის ეკონომიკურ, განათლების, ჯანდაცვის და სხვ. სოციალურ და კულტურულ რეფორმათა მიმდინარეობას. მსჯელობას სახელმწიფო მართვის ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით, პრივატიზაციის მიმდინარეობას, თავისუფალ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპთა ანალიზს.
ასევე, ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულებისა და წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) გადასვლის საკითხს.
pres-cavcasia.ge-ზე გარკვეული ადგილი დაეთმობა: ქალთა, ბავშვთა, სოციალურად დაუცველი ფენებისა და საერთოდ ადამიანის უფლებებს; დემოგრაფიულ საკითხებს; დევნილებისა და ლტოლვილების თემას საქართველოსა და სრულიად კავკასიაში; პრესის თავისუფლებას; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას; შავი და კასპიის ზღვების პრობლემატიკას; მტკნარი წყლის პრობლემას; მდ. მტკვრის ეკოპრობლემას; ევროპასთან სამეზობლო პოლიტიკას; საქართველოსა და სრულიად კავკასიის ქვეყნებში სახელმწიფოებრივ მმართველობას; ამ ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს, კონსტიტუციას, მათს მსგავსებასა და განსხვავებას; განათლების სფეროს; მწერლობას; ტრადიციებს, კულტურას, ოჯახს, რელიგიას და ა.შ. (აქვე ხაზი გაესმება ვაჰაბიზმისა და იეღოვას პრობლემატიკას ჩვენს ქვეყნებში); ასევე, თავდაცვის საკითხების გაშუქებას, სამხედრო თემებზე საუბარს პროფესიონალურ დონეზე, ასევე საქართველოსა და საერთოდ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებული საზღვრების თემას... ჟურნალის გვერდი დაეთმობა ტერორიზმთან, ტერორისტულ აქტებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა-ანალიზს.
ჟურნალის გამორჩეულ თემად ჩაითვლება რეგიონალური ეკონომიკური საკითხები (ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე ტრანსპორტირების საკითხები და ა.შ.). საერთოდ, რეგიონს ჩვენს ჟურნალში დაეთმობა თავისი გარკვეული ადგილი.
pres-cavcasia.ge-ზე გარკვეული ადგილი დაეთმობა "შავი სამყაროს" ცხოვრებას, პატიმართა (ექს და დღევანდელთა) ცხოვრებას, სასჯელაღსრულებითი სისტემის მუშაობას, და ა.შ.
ჟურნალში ერთი გვერდი დაეთმობა ძირითადად კავკასიელ პოეტთა თუ მწერალთა შემოქმედებას, დებიუტანტებს, კავკასიის ქვეყნების ისტორიას, ისტორიულ ნაწარმოებებს.
ჟურნალში იქნება რუბრიკა "ტერორი ჟურნალისტებზე", ასევე რუბრიკას "ინტრიგა+ინტრიგანი".
ჟურნალს ექნება სახალისო რუბრიკებიც, ასევე, ადგილი დაეთმობა სხვადასხვა რჩევებსა და კავკასიურ სამზარეულოს, ხალხურ მედიცინას, ჩაცმის კულტურას კავკასიის ქვეყნებში, მოდას...
აქვე აღვნიშნავ, რომ საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, სრულიად აფხაზეთისა და ჭყონდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ იოთამის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა პრეს-კავკასია.გე-ს (pres-cavcasia) რელიგიის სფეროს ვებ-გვერდი და განთავსებულია ფეისბუქზე. გვერდს ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა კავშირის საერთაშორისო კონგრესის სრულუფლებიანი წევრი, პროტოპრესვიტერი დავითი ( კიკნაძე), რომელიც ასევე უხელმძღვანელებს www.pres-cavcasia.ge-ს რელიგიის , კულტურისა და ხელოვნებისა და ქართული ისტორიის გვერდებს. უფალი გვფარავდეს, მამაო . რაც შეეხება pres-cavcasia.ge-ს ინგლისურენოვან გვერდს, რელიგიის სფეროს მასალები დაიბეჭდება არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ იტალიურ და ბერძნულ ენაზეც, რომელსაც უხელმძღვანელებს პროტოპრესვიტერი დავითი ( კიკნაძე). ეს პრეცედენტია და ეს მხოლოდ pres-cavcasia.ge-ზე.
pres-cavcasia.ge ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპით. რედაქციაში შემოსულ მასალებზე, მის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის ხელმძღვანელობა პასუხისგებას თავისთავზე არ აიღებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. pres-cavcasia.ge-ს სურს კავშირები დაამყაროს ქართულ, აზერბაიჯანულ და საერთოდ კავკასიელთა სათვისტომოებთან უცხოეთის ქვეყნებში.
ჟურნალში განთავსდება ფასიანი რეკლამები. ჟურნალში გვერდი დაეთმობა სტუდენტთა შემოქმედებასაც.
ჟურნალის მასალებს საბოლოო სახე ეძლევა მთ. რედაქტორის მითითებით.
ჟურნალს ეყოლება საკუთარი კორესპონდენტები თავდაპირველად საქართველოსა და აზერბაიჯანის და საერთოდ კავკასიის რეგიონებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ჟურნალს ეყოლება კონსულტანტები _ აკადემიკოსები.
pres-cavcasia.ge გამოვა ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე.
pres-cavcasia.ge
22.03.10 საავტორო უფლებები დაცულია. უცხო პირის მიერ მისი მისაკუთრების შემთხვევაში, საქმე გადაეცემა სასამართლოს,
საჭიროების შემთხვევაში კი, საერთაშორისო სასამართლოს. pres-cavcasia.ge e-mail: pres_cavcasia@mail.ru pres_cavcasia@yahoo.com tel: 571 02 53 53 571 02 51 51 577 40 83 82
დაგვიკავშირდით: დარეგისტრირდით განათავსეთ რეკლამები, გამოთქვით საკუთარი აზრი. გვაქვს რუბრიკა `მათქმევინეთ~ _ მოგვწერეთ თქვენი პრობლემები. ჩვენ პატივს ვცემთ თავისუფალ სიტყვას. მივიღებთ თქვენს შენიშვნებს, გავიზიარებთ შენიშვნებს, მზად ვართ ჯანსაღი კრიტიკისთვის. არ გემშვიდობებით. მუდამ თქვენს სამსახურში ინტერნეტ-ჟურნალი გვიყვარხართ, მკითხველო! რელიგიის სფერო, pres-cavcasia.ge-ს რუსულენოვანი გვერდი, სადაც განთავსდება საზოგადოება - ქეთევან ყველაშვილი ექსპერტი მაყვალა ბერიანიძე საბავშვო გვერდები მარიამ ბებიავა პროგრამისტი, ვებ-დიზაინერი ირაკლი ქერქაძე დავიბადე თბილისში, 1964 წლის 8 ივლისს; 1981 წელს დავამთავრე თბილისის 167-ე საშუალო სკოლა; 1988 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით;
1988 წლის სექტემბრის თვიდან, 1990 წლამდე, განაწილებით, ჩემი სპეციალობით, მუშაობა დავიწყე ადიგენის რ-ნული გაზეთის `განახლებული მესხეთი~ რედაქციაში განყოფილების რედაქტორად. პარალელურად, გახლდით თბილისში გამომავალი გაზეთების: `თბილისის~, `ახალგაზრდა კომუნისტისა~ და `სოფლის ცხოვრების~ საკ. კორ-ი ადიგენიდან. იმ პერიოდში მესხეთში დაიწყო სერიოზული პოლიტიკური ვნებათაღელვები, რის გამოც, როგორც ჟურნალისტს, მომიწია პოლიტიკურ ასპექტში მასალების გამოქვეყნება, მოკლედ, ძალაუნებურად, ამ ვნებათაღელვებში ჩართვა (ჩანართის სახით: ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან სტუდენტობის ხანის ჩათვლით, ვთანამშრომლობდი ქართულ გაზეთებსა და საქ. ტელერადიოკომიტეტთან შტატგარეშე კორესპონდენტად). 1990 წლიდან, თბილისში დაბრუნებულმა, მუშაობა დავიწყე გაზეთ `რესპუბლიკაში~ კრიმინალისა და სამართლის განყოფილების რედაქტორად, პარალელურად გახლდით გაზეთ `ეროვნული გვარდიის~ რედაქტორი. შემდგომ წლებში ვმუშაობდი სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: `თბილისი~, `ახალგაზრდა ივერიელი~, `სახალხო განათლება~, `სოფლის ცხოვრება~, `ივერია ექსპრესი~, `გაუხმაურებელი ფაქტები~, `ასავალ-დასავალი~, რეზონანსი~, `საქართველოს რესპუბლიკა~, `ახალი ვერსია~ _ ძირითადად, ჟურნალისტური გამოძიების განყოფილების რედაქტორად. ასევე ჟურნალებში: `თბილისელები~, `სპექტრი~, `პროკურატურის მაცნე~ _ მთ. რედაქტორის მოადგილედ. 1994-97 წწ. ვმუშაობდი საქ. ტელევიზიის I არხზე, შემდეგ, ტ/კ `კავკასიაში~ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანად და ჟურნალისტად; მქონდა რამდენიმე საავტორო გადაცემა პროგრამებში `ახალგაზრდული~ და ~ `თბილისი და თბილისელები~, რომლებიც მიმყავდა პირდაპირ ეთერში. 2000 წლიდან გახლდით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის `ჰორიზონტი~ მთ. რედაქტორი. 2001-დან 2002 წლამდე, გაზეთ `ახალ ვერსიაში~ ძირითადად პანკისის თემებზე ვმუშაობდი. პანკისი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, ყველაზე ცხელ წერტილად ითვლებოდა საქართველოში. სწორედ იმ დროისთვის მაღიარეს წლის პირველ ჟურნალისტად. ეს ტიტული შემდგომშიც მომენიჭა.. 2002-დან 2006 წლამდე ვიყავი ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალ `პრეს-პრემიერის~ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი. ამავე წლებში ვხელმძღვანელობდი ჟურნალისტური გამოძიების ცენტრ `პრეს-პრემიერსა~ და მასთან ჩემს მიერვე დაარსებულ ჟურნალისტური გამოძიების სკოლას. პარალელურად გახლდით არასამთავრობო ორგანიზაციის `ჟურნალისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის~ პრეზიდენტი. ვარ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ასევე, საერთაშორისო ჟურნალისტი. ასევე, ვიყავი სხვადასხვა ორგანიზაციის პრეს-სამსახურების ხელმძღვანელიც. პარალელურად, ვკითხულობდი ლექციებს კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვმონაწილეობდი საქართველოში ჟურნალისტიკისა და სოციოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა სემინარებში. 2007 წლის ივლისიდან დავიწყე მუშაობა საქ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, კერძოდ, თავდაპირველად, კორესპონდენციებზე, 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის იანვრამდე კი ამავე დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კერძო გადამისამართებებზე; მაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი. ამჟამად ინტერნეტ-ჟურნალ pres-cavcasia.ge-ს დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი. მყავს მეუღლე და შვილი მარიამი. ![]() ზაქარია როჭიკაშვილი
დაიბადა 1964 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში.
1981 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #58 საშ. სკოლა. 1983 _ 1989 წ.წ. სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით _ სამკურნალო საქმე. 1989 _ 1990 წლებში გაიარა ინტერნატურა თბილისის მე-2 კლინიკური საავადყოფოს თერაპიის კათედრაზე და მიიღო ექიმი თერაპევტის კვალიფიკაცია; 1990 წელს გაიარა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის კათედრა, მიიღო ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის კვალიფიკაცია და ამავე წლიდან 1997 წლამდე იმუშავა ქ. თბილისის 1-ლი კლ. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმი რეანიმატოლოგის თანამდებობაზე. 1993 წლიდან პარალელურად დაიწყო მუშაობა და დღემდე არის ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ენდოსკოპიურ განყოფილებაში ექიმი ენდოსკოპისტის თანამდებობაზე. 2002-03 წლებში მიღებული აქვს ენდოსკოპიასა და ონკოლოგიაში შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატები. არის უმაღლესი კატეგორიის ექიმი ენდოსკოპისტი. პარალელურად გახლავთ ინტერნეტ-ჟურნალ pres-cavcasia.ge-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
1987 წელს დაამთავრა ქ.თბილისი #102 საშ.სკოლა 2005-2009 წლებში პარალელურად მუშაობდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის უფროს სპეციალისტად.
ქეთევან ყველაშვილი-პროფესიით ჟურნალისტი
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა თსუ ტელევიზიაში. პარალელურად, იყო გაზეთ `ფაქტი აზრი კომენტარის~ კორესპონდენტი. ამ პერიოდში პირველად დაარსდა პრეს-ფესტივალი `ოქროს კალამი~ რომლის ინიციატორთა წევრი გახლდათ. ეს ფესტივალი დღემდე პოპულარულია. 1996-98 წ.წ. მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიაში, კერძოდ, სტუდია `ტაო~-ში, ჰქონდა საავტორო გადაცემა `ბონა ფიდე ანუ სრულიად გულწრფელად~ ტელევიზიის პარალელურად მუშაობდა გაზეთებშიც: `ახალი 7 დღე~, `გერმანული გაზეთი~ `ახალი ვერსია~ `ივერია ექსპრესი~ ამ უკანასკნელში მიყავდა რუბრიკა `ინტერაქტივ რეიტინგი~ (სოციოლოგიის თემაზე, ქართულ რეალობაში პირველი). 1999-2002 წ.წ. მუშაობდა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაციაში `გორბი~ სოციოლოგად. 2002-05 წ.წ. მუშაობდა ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალ `პრეს-პრემიერში~ მთ. რედაქტორის პირველ მოადგილედ. კურირებდა საზოგადოებისა და პოლიტიკის სფეროებს. პუბლიკაცია, სახელწოდებით `სოციოლოგია მრუდე სარკეში~ (ქ. ყველაშვილის ავტორობით), შესულია პუბლიცისტურ კრებულში, რომელიც ნოდარ ტაბიძის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი) წინასიტყვაობით გამოიცა. მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარებში, რომელიც ეძღვნებოდა ჟურნალისტიკისა და სოციოლოგიის განვითარებას საქართველოში. 2006-2010 წ.იანვრამდე მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში, უფროს სპეციალისტად (იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭება). ამჟამად არის `pres-kavkasia.ge~-ს მთ. რედაქტორის მოადგილე
დაბ. 1968 წლის 31 იანვარს, თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი თვითმფრინავმშენებლობის სპეციალობით. ტექნიკუმში სწავლის დროს მაშინდელი `დოსააფ~-ის აეროკლუბში დაფრინავდა თვითმფრინავზე `იაკ-52~ და ასრულებდა ნახტომებს პარაშუტით `დ-5~. ტექნიკუმის დამთავრებისთანავე, სწავლა განაგრძო კრასნოდარის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამეთაურო-საინჟინრო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, სადაც პარალელურად, ნებაყოფლობით გაიარა ყოფილი საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვა `სმერშ~-ის მომზადების სრული კურსი მაშინდელი სსრკ-ს გრუ-ს პოლკოვნიკისა და ახლანდელი რუსეთის ფე-ეს-ბეს გენერალ-მაიორის, ალექსეი კადოჩნიკოვის ხელმძღვანელობით. სამხედრო სასწავლებელში სწავლის დროს კადოჩნიკოვის მიერ ჩამოყალიბებული იყო დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები, რომელთაგან ერთ-ერთის მეთაურიც გახლდათ ზ.ხუციშვილი. ეს ჯგუფები შედიოდა გრუ-ს ჯგუფ ვიმპელში და მონაწილეობდა სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში. საქართველოს ჯარში გადმოსვლისთანავე, გახლდათ სტრატეგიული დაგეგმარების მთავარი სამმართველოს ოფიცერი-მთავარი სპეციალისტი შეიარაღების სტანდარტიზაციაში. შემდეგ მსახურობდა შეიარაღების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. დღეისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფება პენსიაზე. ბიძინა მესხი დაბ. 01.10.1971წ. ყოვლადწმიდა მოწამეთა _ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ხსენების დღეს.
მარიამ ბებიავა დაბ. ქ. თბილისში, 1985 წლის 2 აგვისტოს. 2000 წელს დაამთავრა თბილისის #47 საშუალო სკოლა. 2003 წელს წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციულ ინსტიტუტთან არსებული თბილისის კოლეჯი, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით.
დაბ. 1990 წლის 23 ივნისს, ქ. თბილისში; მცხ. თბილისი. 2009 წ. დაამთავრა თბილისის #150 საშუალო სკოლა. 1993-2009 წ.წ. გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გაზეთ `გაზაფხულის~ კორესპონდენტი. 16 წლიდან მუშაობს სარეკლამო სააგენტოებში, სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე...
|
|||||