ქართული English Русский

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



????? ???????
19-01-2012
ზაქარია როჭიკაშვილი: ``ვფიქრობ, ივანიშვილს, ის ფაქტი, რომ აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, გამოუცდელობით წამოცდა. მას იმდენი ფული აქვს,შეუძლია საქართველო ორი წლის მანძილზე შეინახოს. საქართველოს დღევანდელ სიტუაციას მდიდრების თამაში ჰქვია...``

10-11-2011
გვისმენთ ხელისუფლებავ?! - ინტერვიუ pres-cavcasia.ge-ს მთავარ რედაქტორ ქეთი სესიაშვილთან: ``აღარ მინდა პროსტიტუციის ქვეყანაში ცხოვრება...``

13-10-2011
ჟურნალისტის თვალსაზრისი: ძველი პრესის ფურცლებიდან და პლუს დღევანდელი ვარიაციები თემაზე ``ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?!``
ჟურნალისტის თვალსაზრისი: ძველი პრესის ფურცლებიდან და პლუს დღევანდელი ვარიაციები თემაზე ``ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?!`` ქეთი სესიაშვილი ``პრეს-პრემიერისა`` და ინტერნეტ-გამოცემა pres-cavcasia.ge-ს მთავარი რედაქტორი: ...დღეს როგორც იქნა, შევძელი წამოდგომა, მივხოხდი ჩემს არქივთან, რადგან მახსოვდა, ჩემი ჟურნალის (``პრეს-პრემიერი-ჟურნალისტური გამოძიება``) ერთ-ერთ საკმაოდ ძველ ნომერში ვწერდი ბატონი ბიძინა ივანაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ საქართველოში (თუმცა, მაშინ ბატონი ბიძინას გვარი მხოლოდ ივანიშვილად იხსენიებოდა, სახელი კი, გავიგეთ ბორის, ბორია იყო - ქ.ს.). ჩემს არქივს ჟურნალ ``პრეს-პრემიერის`` ბევრი ნომერი აკლია, მაგრამ მაინც დავიწყე ძებნა და... გამიმართლა - მივაგენი: #8, 10.10.2002 წელი, რედაქტორის პროექტი (მთ. რედაქტორი მე, ქეთი სესიაშვილი ვარ), გარეკანის II გვერდზე რუბრიკით: სენსაცია, სათაურით: ``ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?!`` ( საოცარია, როგორი ჟურნალისტური პეროგნოზები მქონია, აი სასწაული: 9 წლის შემდეგ არ ახდა ეს ჩემი ნაწინასწარმეტყველევი?- ქ.ს.)... ...გაიგე ახლა - ვინ ვის თამაშს თამაშობს, ან ვინ ვის აპიარებ-არეკლამირებს!!!!!!!???????? ანუ საინტერესოა, სად მარხია ძაღლის თავი... სრულად იხილეთ რედაქტორის გვერდზე

21-05-2011
ყურადღება! - ჩვენი სამშობლოს-საქართველოს გადარჩენისთვის - „სახალხო კრების“ განცხადება სახელმწიფო მოხელეებისთვის
ყურადღება! - ჩვენი სამშობლოს-საქართველოს გადარჩენისთვის - „სახალხო კრების“ განცხადება სახელმწიფო მოხელეებისთვის 21 მაისი, 2011 14:23 . .„სახალხო კრებამ“ დილიდან სახელმწიფო მოხელეებისთვის განცხადება გაავრცელა: „დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაში თითოეული ადამიანის სწორ გადაწყვეტილებაზე ძალზე ბევრია დამოკიდებული. პირდაპირი დემოკრატია, რომლისკენაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, ქვეყნის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული უამრავი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში რეალურ ვითარებას აცნობიერებს. ამის მიუხედავად, ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას პატიოსნად განაგრძნობენ, თვლიან რა, რომ ქვეყანას ემსახურებიან და არა სააკაშვილის რეჟიმს. მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, სპეციალისტს, პროფესიონალს, ექსპერტს, რომლებზეც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და ბედია დამოკიდებული, სახელმწიფო მოხელეებს – შემოგვიერთდით! საკუთარი ხალხის გვერდით დადექით! ჩვენი პრინციპია, ყველა პროფესიონალი და პატრიოტი საქართველოს სამსახურში დარჩეს, მისი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. მხოლოდ დანაშაულში ჩართულ მოხელეებს უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისათვის. საქართველოში სახელმწიფო მოხელეთა შერჩევა მონურ ერთგულებაზე ან პარტიულ კუთვნილებაზე აღარასოდეს უნდა იყოს დამოკიდებული. მომავალი ხელისუფლებისათვის ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი, პატიოსნება და სამშობლოს სამსახური უნდა გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი უმეტესობა ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“...

21-05-2011

21-05-2011
ყურადღება! - ჩვენი სამშობლოს-საქართველოს გადარჩენისთვის: თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებს მანქანები ჩამოართვეს
ყურადღება! - ჩვენი სამშობლოს-საქართველოს გადარჩენისთვის თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებს მანქანები ჩამოართვეს 21 მაისი, 2011 11:48 ოპოზიციის მხარდამჭერთა მანქანები პოლიციის თანამშრომლებმა პირდაპირ სახლებიდან წამოიღეს. თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებს მანქანების ჩამორთმევის მიზეზი არ განუმარტავთ. მფლობელებისთვის 20-ზე მეტი მსუბუქი და სამარშრუტო ავტომობილია ჩამორთმეული. ავტომანქანა ჩამოართვეს „სახალხო კრების“ ერთ-ერთ წევრ გიორგი პაატაშვილსაც, „ქართული პარტიის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელ სოსო აბულაძეს და ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორს. მანქანების ჩამორთმევის ფაქტზე შს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

21-05-2011
ყურადღება! - ჩვენი სამშობლოს-საქართველოს გადარჩენისთვის
• ინტერნეტ-გამოცემა www.pres-cavcasia.ge საქართველოს და არა მარტო ქართულ მედიას, ასევე საქართველოს ჭეშმარიტად გულშემატკივართ: როგორც pres-cavcasia.ge-ს კახეთიდან აცნობეს, სახალხო კრებისა და შეფიცულების კახეთის რეგიონის წარმომადგენლები და კახეთის მოსახლეობა მედიისგან შველასა და ყურადღებას ითხოვენ. რადგან, მათ ხელისუფლების წარმომადგენლები საშინლად ავიწროებენ, თბილისისკენ მსვლელობისთვის გადაადგილების სატრანსპორტო საშუალებებს ართმევენ, ხალხს აპატიმრებენ... გუშინაც დააპატიმრეს შეფიცულები და შეფიცულთა ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი კახეთში... მოსახლეობას სურს თბილისში ჩამოსვლა და ერთიანი სულისკვეთებით საქართველოს გადარჩენა, რის საშუალებებსაც ტირანული ქმედებებით არ აძლევს სააკაშვილის რეჟიმი

17-04-2011
ყურადღება _ ფოცხოეწერში იძულებით დევნილი დევნილები დახმარებას გვთხოვენ!

22-11-2010
ყურადღება!
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში, მღვდელ-მონაზონ მამა დავითის (კოღუაშვილი) თაოსნობით, სამშაბათობით, საღამოს 5 საათზე აღევლინება მწუხრის ლოცვა ქართულ და რუსულ ენებზე. ეს მისია ითავა მამა დავითმა საქართველო-რუსეთს შორის სიყვარულისა და მეგობრობის, ამ ორ ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ერს შორის ისევ თბილი ურთიერთობის დამყარების მოტივით. ქართველ და რუს მართლმადიდებელ მრევლს, მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ სამშაბათს, საღამოს 5 საათზე აღვლენილ ლოცვაზე. შეგვეწიოს უფალი, გვფარავდეს დედა ღვთისა, შეგვეწიოს ყველა წმიდა ანგელოზის მადლი და ძალა. ღმერთს ვებარებოდეთ, ქართველი და რუსი მართლმადიდებელი ერი. ამინ!

19-11-2010
ვეფხისტყაოსანი წმინდა გიორგის ხატი სასწაულებით მოქმედებს, როგორც ფარულად, ისე ხილულად. ვეფხისტყაოსანი წმიდა გიორგის დაუჯდომელი

1 | 2 | ბოლო გვერდი